„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
არაერთი ვიზიტი განხორციელდა, როგორც უცხოეთში საქართველოს ხელისუფლების, ასევე საქართველოში ჩვენი უცხოელი კოლეგების, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მაგალითად, დუბლინში პრემიერი ესაუბრება ევროპელ კოლეგებს და მსოფლიო თანამეგობრობას იმ საჭიროებებთან მიმართებით, რომელიც აქვს საქართველოს, ანტალიაში საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მსოფლიო თანამეგობრობას და ასევე ჩინეთში რამდენიმე ვიზიტი ხორციელდება.
„ქაღალდის ბანქოს სახლივით ჩამოეშალათ ის სურვილი და მცდელობა, რაც აქაურ რადიკალებს და მათ მხარდამჭერებს ჰქონდათ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება იზოლირებულად გამოეცხადებინათ და ეჩვენებინათ, რომ თითქოს მათთან არ ხდება ურთიერთობა. სინამდვილეში არაჩვეულებრივად მიმდინარეობს ვიზიტები და იგეგმება მათი კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.