„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდადებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდადებულს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულების დერეფანში გადაადგილებისას ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით.
ოჯახის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მოხდა მსჯავრდადებულის გამოკითხვა. პაატა მანჯგალაძემ წერილობით თავადვე დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს ჰქონდა შეხვედრა ადვოკატთან და ასევე ისარგებლა ხანმოკლე პაემნით. მისი განმარტებით, ამ პერიოდში მის მიმართ მუქარას, ან რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გამოკითხვაში, მსჯავრდადებულმა მიუთითა, რომ წარსულში, კიბის უჯრედთან გადაადგილების დროს მისთვის უცნობი პატიმარი დაინტერესდა, თუ რომელ საკანში იმყოფებოდა, თუმცა, აღნიშნულ კომუნიკაციას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. შესაბამისად, საუბარი რაიმე ტიპის ზეწოლაზე არის სპეკულაცია და სიცრუე.