ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
ნავთობის ფასები 6%-ზე მეტით გაიზარდა და ბოლო ორი კვირის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულების შესახებ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“, რამაც ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხების შიშები კვლავ გააძლიერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 4,57 დოლარით, ანუ 6,16%-ით გაიზარდა და ბარელზე 78,73 დოლარს მიაღწია. ამავე დროს, West Texas Intermediate (WTI)-ის მარკის ნავთობი 4,23 დოლარით, ანუ 6.01%-ით გაძვირდა და ბარელზე 74,67 დოლარი შეადგინა.
ორივე მარკის ნავთობმა 22 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, წერს სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ნავთობის ფასები დაახლოებით 3%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გააუქმა გენერალური ლიცენზია, რომელიც ირანს ნავთობის გაყიდვის საშუალებას აძლევდა.
ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულების მიზნით გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“ და დასძინა, რომ თეირანთან ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებს.