1746733863
ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული - სალომე ზურაბიშილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მისი ინიციატივის - ეროვნული შეთახმების ფარგლებში სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
ზურაბიშვილმა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საზოგადოებას უნდა შეძლოს სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა და მის შეხედულებების საპირისპიროდ, განსხვავებული აზრის მიღება.
„ჩვენს ქვეყანაში არსებობს მექანიზმები, და ხშირად ეს მექანიზმები იწყება საბჭოთა კავშირიდან და ჩვენდა უნებურად გრძელდება, როცა ცდუნება არსებობს მაგალითად: მტრის ხატი - ის რაც მეც შემეხო, ნებისმიერი ადამიანი რომელიც არ გეთანხმება რაღაცაზე მოულოდნელად ხდება რუსეთის აგენტი, “კაგებეს“ აგენტი, ეს გრძელდება სხვადასხვა პერიოდში დღემდე, თუ არ ეთანხმები ხარ მოღალატე, იმის მაგივრად, რომ შევეგუოთ, ეს არის განსხვავებული აზრი, თუ არ არსებობს ეს შესაძლებლობა მაშინ საზოგადოება არ არსებობს , ეს არის ის რაზედაც უნდა გაიხსნას დისკუსია.
თუ ყველაფერზე არ შევთანხმდით მაშინ არაფერზე ვთანხმდებით ეს არის მოლაპარაკებების პრინციპი და არა თავისუფალი საზოგადოებრივი საუბრის პრინციპი რომელსაც აქვს თავის გამოჯანმრთელების უნარი, ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული და ჩვენ უნდა მოძებნოთ ჩვენში იმის უნარი რომ გამოვჯანმრთელდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა