9-დღიანი ძებნის შემდეგ ტატო ზანანაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
1726917432
ჰოლოკოსტის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ჰოლოკოსტის სისასტიკემ ადამიანებს ასწავლა, რომ ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა, პატივისცემა კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს.
„27 იანვარი ჰოლოკოსტის, ცივილიზებული სამყაროს არსებობის მანძილზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უდიდესი სისასტიკის ხსენების საერთაშორისო დღეა. ამ ენით გამოუთქმელი ტრაგედიის, მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულება. ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა, პატივისცემა უნდა ვაქციოთ კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.