კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მიერ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
„უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.
დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.
უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.