ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელიც ყოველ ჯერზე იმარჯვებს, ამიტომაც ვდგავართ მყარად და მოსახლეობაც გვიჭერს მხარს - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

ჩვენ ლობიზმით არ ვართ დაკავებული და არავის ვარწმუნებთ რამე სპეციფიური ფორმებით, ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ არ ვცდილობთ ლობიზმს. ეს ჩვენი მთავარი ძალაა. ჩვენ ვცდილობთ, სიმართლეზე ვისაუბროთ და ამ სიმართლეს თავის თავი, შეიძლება ნელა, მაგრამ ბოლოს გააქვს, როგორც გუშინ გაიტანა, რომ არც ერთმა ევროპარლამენტარმა არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრის ან მსგავს კონტექსტში. სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენ ლობიზმით არ ვართ დაკავებული და არავის ვარწმუნებთ რამე სპეციფიური ფორმებით. ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა და ეს სიმართლე ყოველ ჯერზე იმარჯვებს. ეს არის ჩვენი სიძლიერე და ამიტომაც ვდგავართ მყარად ორ ფეხზე. ამიტომაც გვიჭერს ჩვენ ქართველი მოსახლეობა მხარს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.