ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალისხმევით, მთელმა ხელისუფლებამ, რომ ზედიზედ ორი წელია, ჩვენ გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კონვერტირდება - პრემიერი

ეკონომიკა

ზედიზედ ორი წელია, ჩვენ გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კონვერტირდება. ეს სიკეთე და კეთილდღეობა აისახება ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დროსა და პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ არა ერთი გამოწვევა დასძლია. კარგად გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ პანდემიიდან არ იყო ჩვენი ქვეყანა გამოსული და ახლა უკვე დაიწყო ეს დამანგრეველი ომი, რომელიც რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს წარმოშობს. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენს გუნდთან, პარლამენტთან ერთად, მთელმა ხელისუფლებამ, რომ ზედიზედ ორი წელია, ჩვენ გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კონვერტირდება. ეს სიკეთე და კეთილდღეობა აისახება ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.