ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე-ლონელ ჩუკასთან შეხვედრას, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე.
„ნაყოფიერი საუბარი მქონდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე-ლონელ ჩუკასთან. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე. რუმინეთის მადლობელი ვარ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.