კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა და ამ ომის სწრაფად დასრულება - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა

ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია, უკრაინაში ომი რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის დიდი გამოწვევაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე რეგიონზე, საქართველოზე და გლობალურ პოლიტიკაზე.

„შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ. ეს ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც გონივრული მართვა სჭირდება. ჩვენ პირველი დღეებიდან სწორი პოლიტიკა დავიჭირეთ და ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი იდეით ვმოქმედებთ. ჩვენ რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარადჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.