ჩვენ გავერთიანდებით და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობით, ურთიერთგაგებით - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

მმართველ გუნდში „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკასა და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ურთიერთპატიების ინიციატივის ინტერპრეტირებაზე შეფასებები კეთდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას აზრით, ნათელი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც კოლექტიურად ომზე მოწადინებულ პარტიაა.

„კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია, თურმე რა უნდათ რეალობაში, თურმე როგორ ფიქრობენ. ეს დარჩება მათ ბინძურ ფიქრებად. ჩვენ გავერთიანდებით და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობით, ურთიერთგაგებით“, - მიიჩნევს კირცხალია.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, გორში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ასევე, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგებისა მნიშვნელობასაც, რასაც რადიკალების გაღიზიანება მოჰყვა.