1738740909
ჩვენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია.
„დღეს ჩვენ არ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ყველა ტერიტორია. ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ და არ შეგვიძლია დავკარგოთ მილიონობით ადამიანი შედეგის გამო, რომელიც, შესაძლოა, ვერც დადგეს. დღეს ჩვენ ვერ დავარღვევთ ვერც ფიცს, ვერც კონსტიტუციას და ვერ ვაღიარებთ ტერიტორიებს რუსულად. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც მან დასძინა, რაც არ უნდა სურდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, უკრაინა არასდროს აღიარებს საკუთარ ტერიტორიებს რუსულად და ეს კომპრომისის საკითხი ვერ გახდება.
„ტერიტორიებს ჩვენ მაინც დავიბრუნებთ. შესაძლოა, ეს იყოს კომბინირებული მიდგომა: სამხედრო, როგორც ამას ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე აკეთებენ, და დიპლომატიური გზა. მაგრამ ჩვენ მაინც დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, რადგან მართლები ვართ, და ჩვენ არ დაგვირღვევია საერთაშორისო და მორალური სამართლის არცერთი ასპექტი“, - თქვა მან.