ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ 11 მარტს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა არქტიკული კუნძულის შეძენაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაინტერესების ფონზე მიიღო.
მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა გრენლანდიის დამოუკიდებლობა და ქვეყნის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დანიასთან ურთიერთობა იქნება.