ჩინეთის საელჩო: ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე

მარიამ ქვრივიშვილ

ელჩმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისადმი დიდი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩინეთის სალჩო ავრცელებს.

როგორც სოციალურ ქსელში საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, ჩინეთთან ერთად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის პრაქტიკულ თანამშრომლობაში უფრო მეტი ახალი შედეგის მიღწევას.

„7 ივლისს, ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა მისიის დასრულებასთან დაკავშირებული შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან.

ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისადმი დიდი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე და ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო დიდი განვითარების მისაღწევად.

მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა ელჩი ჭოუ ციენის განსაკუთრებული წვლილი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებისა და ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობაში, განსაკუთრებით ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასა და გაღრმავებაში და გამოთქვა მზადყოფნა, ჩინეთთან ერთად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის პრაქტიკულ თანამშრომლობაში უფრო მეტი ახალი შედეგის მიღწევას, რაც ორივე ერისთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება“, - აღნიშნულია საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.