პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკა ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს.
„რაც შეეხება ენერგეტიკას, ენერგეტიკა ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ და მეტი ძალისხმევა ჩავდოთ ამ მიმართულებით, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ. ბოლო 5 წელი თითქმის გაჩერებული იყო ინვესტიციები ამ სფეროში, ამ დარგში.
ჩემი დავალებით, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ IMF-თან და შევთანხმდით, რომ ახალ სქემას ავამოქმედებთ, ეს უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ.
ჯამში ჩვენ 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს და ამის შემდეგ, ამას გარდა, 800 მეგავატი, რომელიც უკვე გაფორმებული იყო და მათზე იყო გაცემული ე.წ. BPA, ანუ გარანტირებული შესყიდვის შეთანხმებები, ეს 800 მეგავატიც გაეშვება.
ჯამში, მინიმუმ 2-3 წელიწადში, 2300 მეგავატამდე, დაახლოებით, სიმძლავრის ჰესებზე არის საუბარი. ეს არის 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. აქ შედის როგორც ჰიდრო, ასევე მზის, ქარის ენერგიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლლობისთვის. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას განვუმარტო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ენერგოდამოუკიდებლლობისთვის. მით უმეტეს, ჩვენ ახლა ვუყურებთ რა ხდება ევროპაში - ენერგოკრიზისი, ფასების მატება. საშუალო ფასი ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეადგენს 20 ცენტს ევროპის ქვეყნებში. გერმანიაში 80 ცენტიც კი დაფიქსირდა ზაფხულის თვეში, ზოგგან 50-60 და საშუალო არის 20 ცენტი. ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ გვჭირდება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გავიმეორო, აღვნიშნო, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, დავამტკიცეთ ახალი სქემა და მით უმეტეს, ახლა განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც ჩვენ წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, მოგეხსენებათ რომ რამდენიმე კვირის წინ მე ვიმყოფებოდი ბულგარეთში, სადაც ჩვენ ისტორიულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა, ჩვენ მიერ მიტანილი ინიციატივა ევროკავშირში, ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან. ჩვენ რუმინეთთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც შეუერთდა აზერბაიჯანი, უნგრეთი და სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ რომ ქალბატონი ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ბუქარესტში და საზეიმოდ ჩვენ აღვნიშნეთ დაწყება და სულ მალე, რამდენიმე თვეში დასრულდება ე.წ. კვლევები, ფიზიბილითი და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ სამუშაოებზე გადავალთ.
ეს რას მოუტანს ქვეყანას, ეს შეიძლება ითქვას მეორე ბაქო-ჯეიჰანი- თბილისის პროექტია შეიძლება ითქვას რომ ეს არის გარანტირებული რეალიზაცი იის საშუალება ელექტრო ენერგიის , ეს არის პირდაპირი დაკავშირება ჩვენი ენერგოსტიტემის ევროკავშირის ბაზართან, ევროკავშირის ებერგოსისტემასთან და რა თქმა უნდა ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი
დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი და ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენ ყველანი ერთად, ის ქვეყნები რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ მემორანდუმს.
ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ აუცილებელია რომ საქართველოს ჰქონდეს შესაბამისი გამომუშავება ელექტროენერგიის. ამიტომ გვჭირდება გენერაციის ობიექტების განვითარება აშენება როგორც ქარის, მზის ჰიდროელექტროსადგურების, ასევე თბოსადგურების, რომ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და საბოლოო ჯამში ჩვენს ხალხზე აისახება ეს სიკეთე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მით უმეტეს იმ ფონზე როცა ეკონომიკის ზრდა წინ უსწრებს გენერაციის გამომუშავებას ამიტომ აუცილებელი არის რომ ეს პროპორციები პირიქით შევატრიალოთ. ეს გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას ეს ზოგადად ასე არის მიჩნეული“, - განაცხადა პრემიერმა.