„ფირის გამჟღავნების შემდეგ, კადრში უცნობი ფიგურა გამოჩნდა…“ - სოლვეი ფერტის იდუმალებით მოცული საქმე
1786567803
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები არიან და მათ მტკიცედ იკისრეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება.
"თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები. საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ, რომლებმაც მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება,"-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.