პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნდა და მეორედ მსახურობს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, დიდი მებრძოლია და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად გამართულ სადილზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანის თქმით, ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება პოლიტიკაში და ირაკლი ღარიბაშვილი იმ დიდებულთა შორისაა, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნდა.
„მეგობრულ ვითარებაში იმართება დღევანდელი სადილი და საჯარო გამოსვლებით დიდად არ გადაგღლით. დღეს აქ იმ მიზნით შევიკრიბეთ, რომ დიდი პატივისცემით მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი ხელმძღვანელობით უნგრეთში ვიზიტად მყოფ სამთავრობო დელეგაციას. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა ბატონებო! ჩვენს შორის მსგავსების დანახვაც იოლია, რადგან ჩვენი ისტორიების ლოგიკა ერთმანეთს ჰგავს. აქვე მინდა ვახსენო ერთი პერსონალური საკითხი. პოლიტიკაში იშვიათია კარგი მებრძოლის პოვნა. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ - და მე დამეჯერება, რადგან 30 წელია პოლიტიკაში ვარ - თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ხოლმე. ამ მოცემულობას ძალიან ცოტა გამონაკლისი ჰყავს. ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება პოლიტიკაში! ჩვენი დღევანდელი სტუმარი იმ დიდებულთა შორისაა, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ! მეორეჯერ მსახურობს ამ თანამდებობაზე! ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო! ამიტომ, ჩემთვის პირადად არის დიდი სიამოვნება და პატივი ვმასპინძლობდე მას დღეს აქ. მის ოჯახს დღეგრძელობას ვუსურვებ, ხოლო ერს - კეთილდღეობას!“,- აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.