"ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი, როგორი გაგრძელება ექნება..." - ნუცა ცისკარიშვილი
1769108603
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, საქართველოს მონაწილეობით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა ჩატარდა თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას დაესწრო საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილის ხელმძღვანელობით.
„ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები. ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე უნგრეთის, იტალიის, სლოვაკეთისა და თურქეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.