ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი იქნება - მამუკა მდინარაძე

mamuka mdinaraZe

„იმის ლუსტრაცია, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია, რა თქმა უნდა, ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატსაც შესძენს. მაგრამ ყველა ვარიანტში, ბადრი ჯაფარიძის დაყენება ჩვენი კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის პრაგმატულადაც კი ძალიან წამგებიანია", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"გახსოვთ ალბათ, რამდენ რაიონში დააყენეს მათ დამნაშავე კანდიდატები, არა ჩვენი შეფასებით, არამედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ისინი პერმანენტულად აყენებენ ხოლმე დამნაშავე კანდიდატებს, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ხალხს, ამომრჩეველს და საზოგადოებას. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, „ლელოს“ გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.