1692302192
აზერბაიჯანული მედია: აზერბაიჯანისა და საქართველოს პრემიერებმა თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან, რა დროსაც მხარეებმა თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ასადოვმა კობახიძეს განუცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა ქართულ მხარეს გაუწიოს ნებისმიერი დახმარება კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ოფიციალური ბაქო მზადაა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველები მიავლინოს.
„ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე იქნებიან“, - წერს მედია.












