1762879000
მუსიკის მოსმენამ დემენციის რისკი, შესაძლოა, 40%-ით შეამციროს - ახალი კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, მუსიკის აქტიურად მოსმენამ, შესაძლოა, დემენციის რისკი 40%-ით შეამციროს.
ექსპერიმენტის მანძილზე, სპეციალისტებმა 11 ათასამდე ავსტრალიელის მონაცემები გააანალიზეს, რომელთა ასაკიც 70+ იყო.
კვლევის განმავლობაში მათ მუსიკის მოსმენასა და ინსტრუმენტზე დაკვრასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე უნდა ეპასუხათ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც მუსიკას აქტიურად უსმენდნენ, მომდევნო სამ წელში დემენციის განვითარების 39%-ით ნაკლები რისკი ჰქონდათ. შედარებით მსუბუქი გონებრივი პრობლემების შანსი კი 17%-ით იყო შემცირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ ზოგადი გონებრივი ფუნქციონირებისა და ეპიზოდური მეხსიერების მხრივ სხვებზე უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ.
რაც შეეხება იმ მონაწილეებს, რომლებიც მუსიკალურ ინსტრუმენტზე ხშირად უკრავდნენ, მათ შემთხვევაში დემენციის რისკი 35%-ით მცირდებოდა.
საინტერესოა იმ მონაწილეთა მაჩვენებლებიც, რომლებიც მუსიკასაც უსმენდნენ და უკრავდნენ კიდეც. მათ დემენციის რისკი 33%-ით ჰქონდათ შემცირებული, კოგნიტიური ფუნქციების სხვაგვარი დარღვევისა კი - 22%-ით.












