1762879000
გრინჩი და სინდი ლოუ - ჯიმ ქერი და ტეილორ მომსენი 25 წლიანი პაუზის შემდეგ ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ
შობა-ახალი წელი რომ გრინჩის გარეშე წარმოუდგენელია - ამაზე ყველა ვთანხმდებით. ცოტა ხნის წინ, მსოფლიო დიდი შეხვედრის მომსწრე გახდა. ჯიმ ქერი და ტეილორ მომსენი, რომელიც კინოსურათში სინდი ლოუს როლს ასრულებს, 25 წლიანი პაუზის შემდეგ, ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ.
„ის ჩემ მიმართ ყოველთვის მზრუნველობით გამოირჩეოდა. მახსოვს, როგორი საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც ფილმის გადაღებების დროს ის გავიცანი. მაშინ მხოლოდ 5 წლის ვიყავი. გრინჩის გრიმის მიუხედავად, ის ჩემთვის ყოველთვის ჯიმი იყო - კეთილი, მხიარული და არაჩვეულებრივი ადამიანი”,- ამბობს მომსენი.














