1692302192
"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. გივი წულეისკირი დაკავებულია.
საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტს, ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო "სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის წინააღმდეგაც.
გამოძიების ინფორმაციით, წულეისკირმა და მურუსიძემ სამასამდე მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.












