აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის საჯარისო შენაერთებმა ბასარკეჩარის რაიონის გარაიმანისა და იუხარი შორჯას მიმართულებებიდან აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სომხურ ქვედანაყოფები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.

„აზერბაიჯანის საჯარისო შენაერთებმა აღნიშნულ მიმართულებებზე ადეკვატური ზომები მიიღეს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.