შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს
1733161088
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი საარჩევნო უბანი გაიხსნა.
1960 წელს ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, პირველი საარჩევნო უბანი დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში იხსნება.
არჩევნების შუაღამით ჩატარების ტრადიციას 1960 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც დიქსვილ ნოტჩის ყველა მცხოვრები, რომელსაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა, სოფლის ერთ-ერთ შენობაში შეიკრიბა. მაშინ ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დასრულდა.
დიქსვილ ნოტჩის გარდა, შუაღამით საარჩევნო უბნები ნიუ-ჰემფშირის კიდევ რამდენიმე დასახლებაში გაიხსნა.
შტატის კანონმდებლობა უფლებას აძლევს დასახლებებსა და ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანს არ აღემატება, საარჩევნო უბნები შუაღამეს გახსნან და მას შემდეგ დახურონ, რაც არჩევნების რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 100% მიიღებს მონაწილეობას.
დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ირჩევენ.