1728312638
პრემიერი დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო.
მისი სახით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ირაკლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს.
ასევე ნახეთ:
👉 VIDEO: „ქართული ოცნების“ წევრები ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ
👉 რა ვითარებაში გარდაიცვალა ირაკლი ხახუბიას შვილი - გახმაურებული საბედისწერო შემთხვევის დეტალები