აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

დერეკ შოლე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „ლელოს“, პარტია „საქართველოსთვის“ , „დროას“, „რესპუბლიკური პარტიის“ და ასევე „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავარი საკითხები, რაზეც ოპოზიციის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეხება მართლმსაჯულებას, სასამართლოს, ამ კუთხით, მათი თქმით, ისაუბრეს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით.

ოპოზიციის ინფორმაციით, მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით.

შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.