არჩილ გორდულაძე: 9 აპრილი როგორც ტრაგედიის, ამავდროულად არის ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლო, ერთიანობისა, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმა აღიმაღლა უცხოური ძალის, მონობისა და დავალების მიცემის წინააღმდეგ

არჩილ გორდულაძე

 იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ძალა საქართველოში კვლავ ცდილობს პროვოკაციის მოწყობას. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ მომავალ თაობას დამოუკიდებელი საქართველო დაუტოვოს.

„9 აპრილი როგორც არის ტრაგედიის, ამავდროულად არის ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლო, ერთიანობისა, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმა აღიმაღლა უცხოური ძალის წინააღმდეგ, მონობის წინააღმდეგ და დავალების მიცემის წინააღმდეგ და პირველად გამოაცხადა, რომ დამოუკიდებლობა გვსურს, რასაც რამდენიმე წელიწადში მოჰყვა დამოუკიდებლობის გამოცხადება.

დღეს სიმბოლური დღეა და ამ დღეს ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს რომ ვიყოთ ერთიანი, მაგრამ ვხედავთ, რომ ისევ და ისევ, გარედან დავალებამიღებულმა ადამიანებმა, მათ შორის რუსმა ბანმა - ბურჭულაძემ დააორგანიზა ისეთი მოძრაობა, სადაც მიაცილეს მიაცილეს უცხოური ელჩები, კორიდორი გაუხსნეს, ხოლო ახლა სურთ რომ პროვოკაციები მოაწყონ,. ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულ მა და მართულმა ადამიანებმა პროვოკაციები მოაწყონ საქართველოს წინააღმდეგ. უცხო ძალას ჩვენს ქვეყანაში სურს ქართველი ხალხი ერთმანეთს გადაკიდოს და ჩვენს ქვეყანაში უბედურება დატრიალდეს. ჩვენ უბედურებები დავამთავრეთ და ქართველ ხალხთან ერთად „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ ჩვენს შვილებს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა დაუტოვოს “, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.