არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები პოლიტიკური სპეკულაციებია - კახა კალაძე

კალაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ რიგით მეშვიდე ყრილობის დასრულების შემდეგ, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მარტივად გეტყვით: თუ ადამიანი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? თუ ქვეყანას გარედან მართავდა, მაშინ ჩვეულებრივადგააგრძელებდა ამას, როგორც თქვენ ამბობთ. მაშინ რატომ დაბრუნდებოდა?“, -განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ღიად აქვს გაცხადებული ქვეყნისგანვითარების გეგმა, რაც რეფორმების გაგრძელებასა და ევროკავშირთან მეტადდაახლოებას გულისხმობს.„ჩვენს გუნდს აბსოლუტურად ღიად აქვს გაცხადებული თუ რა გვაქვს გეგმაში,როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება და რა ნაბიჯები იდგმება. სრულიპასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, რაცევროინტეგრაციის რთულ გზაზე გაკეთდა, რა მიღწევებიც გვქონდა, ეს ყველაფერი„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. რა თქმაუნდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომევროკავშირს რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.