1740388520
არა მხოლოდ გაერო, არამედ ზოგადად მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება იმაზე, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით შეიჭრა უკრაინაში - გიორგი კაპანაძე

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კიევის რეზოლუციის მიღებაზე კომენტარები კეთდება ოპოზიციაში.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველო მოწოდებული იყოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.
"არა მხოლოდ გაერო, არამედ ზოგადად მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება იმაზე, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით შეიჭრა უკრაინაში. ამიტომ, რა თქმა უნდა ეს უნდა ყოფილიყო დაგმობილი და დაგმო კიდევაც არა მხოლოდ გაერომ, არამედ ზოგადად ცივილიზებულმა სამყარომ იმიტომ, რომ ერთმნიშვნელოვანი ამბავია - პუტინის რეჟიმი და რუსეთი არის ოკუპანტი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ უკრაინაშიც და მისი მიზანი არის ამა თუ იმ დამოუკიდებელი სახელმწიფოების ან დაპყრობა, ან ოკუპაცია", - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე.