ზოდიაქოს ორი ნიშანი უახლოეს დღეებში ყველაზე სანუკვარ ოცნებებს აიხდენს
1730490658
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას კომენტარს ეხმიანება, სადაც ხვიჩია სააკაშვილის პოსტის პასუხად წერს, რომ ის ყოფილმა საძმაკაცომ „გაძარცვა“.
„ბატონო პრეზიდენტო მე და თქვენ წავაგეთ ეს არჩევნები. თქვენმა, მწამს, აწ უკვე ყოფილმა საძმაკაცომ გაგძარცვეს და თქვენი ხმებით დალაგდნენ ქოცებთან. როცა ამ აზრამდე მიხვალთ, დაგვიკავშირდით“
იაგო ხვიჩიას კომენტარის პასუხად, ჩერგოლეიშვილი პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იაგო ხვიჩია მიშას გვარამიაზე მიანიშნებს.
„დიადი კომბინატორი მიშას უფითილებს გვარამიაზე. კი არ იცის, მიშა რომ ცვლილებების იმედად ზის იქ ჩუმად, თორემ მაგ იმედს რომ/თუ დაკარგავს, გვარამიას ხელიდან ვერავინ გამოგლეჯს. 5-იანის ნორმატიული გავლენა დაიკარგა, მესამეზე გავიდა გვარამიას გამო. მაგას ვის აპატიებს. (უგულავას ციხიდან გამოსვლას რასაც უკავშირებდა, იგივეს იზამს აქაც)“,- წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, სააკაშვილმა 30 ოქტომბერს დაწერა, რომ პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს, შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა. ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ „დრო იკარგება ქვეყნის შიგნით და ასევე თანდათან ჩაქრება ინტერესი ქვეყნის გარეთ“.