რუსთავის ბაგა-ბაღებში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება

რუსთავი

რუსთავის ბაგა-ბაღებში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება.

პროექტი რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით უკვე ერთი წელია რაც ხორციელდება და ამ დროისთვის, ცნობილი მეცნიერის, შალვა ამონაშვილის აკადემიაში ტრენინგი რუსთავის ბაგა-ბაღების 600-ზე მეტ თანამშრომელს აქვს გავლილი.

რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გამართულ შეხვედრებზე პროექტის დასკვნით ტრენინგებს აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი პირადად ატარებს.

ტრენინგების კურსი, მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება და რუსთავის ბაგა-ბაღების 6000-მდე აღსაზრდელი, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისს მიიღებს.