ანუკა ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ქვეყანას ვუსურვეთ მშვიდობა. წინ ევროპისკენ!

ანუკა ცქიტიშვილი

ქვეყანას ვუსურვეთ მშვიდობა. წინ ევროპისკენ! ბევრი ბედნიერი დღე და ბევრი ბედნიერი სახეები ჩვენს თანამემამულეებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, - განაცხადა მომღერალმა ანუკა ცქიტიშვილმა, რომელიც საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილოებს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება საჩხერის გარდა, ლანჩხუთშიც მიმდინარეობს.

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ - ამ გზავნილის ირგვლივ საჩხერეში აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, გელა დონაძე და ანუკა ცქვიტინიძე, ასევე ზუკას ბენდი გაერთიანდნენ, ხოლო ლანჩხუთში მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ ქუჩის მუსიკოსები, მირზა მოდებაძე და ბენდი, ასევე თამთა ჭელიძე.