ეს შხამიანი მცენარე სახლში არ უნდა გაზარდოთ - ნახეთ, რომელ ყვავილზეა საუბარი
1736436078
ამ ინიციატივას მე მილოცავენ მოქალაქეები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები. ხალხს მოეწონა ეს იდეა და მხარს უჭერს, - განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილების შესახებ.
„ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინააღმდეგ. კერძო დანაშაულებზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია, აღარ ჩამოვთვლი, რა აქვთ გაკეთებული. მოვუწოდებ ახალგაზრდობას, გთხოვთ, ჩაიხედეთ და ნახეთ, რა უბედურების მომტანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, რა სისხლისღვრა და რა ცრემლების ღვრა იყო საქართველოში. ვიღაცების გვარები რომ ჩამოვთვალოთ, 1000 კაცი რომ ვთქვათ, კიდევ 10 000 გამოგვრჩება, 10 000 რომ ვთქვათ, მინიმუმ კიდევ 10 000 გამოგვრჩება, ვერ ჩამოთვლი, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი. რამდენი ადამიანი საერთოდ უკვალოდ დაიკარგა“, - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.