„ამ ერთ ამოსუნთქვა სიცოცხლეში ბრაზი და სიძულვილი უბრალოდ ზედმეტია...“ - გიორგი ლობჯანიძე საზოგადოებას მიმართავს

გიორგ ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს ავრცელებს, სადაც დროის აჩქარებაზე საუბრობს:

„ძალიან სწრაფად გადის დრო. უკვე ივლისიც მიიწურა. თვალის დახამხამებაში სრულდება სეზონები და წლები. რაც შუმანის რეზონანსი მოწყდა თავის ნიშნულს მკვეთრად მატულობს ენერგოვიბრაციები და ეს ასტროფიზიკურ სამყაროსაც ეტყობა.

ბევრი მეცნიერ-ფილოსოფოსი იქნებიან ესენი დრუნვალო მელქისედეკი ან გრეგ ბრეიდენი კარგად ხსნიან ამ ყველაფერს. ახალ რეალობაში დრო კონდენსირდება, ანუ უფრო მეტი მოვლენა და ცვლილება ხდება იმავე საათში. ამას სულიერ სწავლებებში ,,ზეციერ აჩქარბებს” უწოდებენ. დღევანდელი დროისთვის სულ არაა გასაკვირი. კიდევ მეტად აჩქარდება.

მშვიდობიან აგვისტოს და ბედნიერ დღეებს გისურვებთ. გაუფრთხილდით და კეთილად მოეპყარით ერთმანეთს. ამ ერთ ამოსუნთქვა სიცოცხლეში ბრაზი და სიძულვილი უბრალოდ ზედმეტია“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.