ამ ადამიანებს არ ანაღვლებთ უკრაინა, მათი მთავარი მიზანია, საზოგადოებას თავი შეახსენონ, როგორც პოლიტიკურმა „კლოუნებმა" - ალუდა ღუდუშაური

ალუდა ღუდუშაური

"ამ ადამიანებს არ ანაღვლებს არც უკრაინა და არც უკრაინელი ხალხი,  მათი მთავარი მიზანია, საზოგადოებას თავი შეახსენონ, როგორც პოლიტიკურმა „კლოუნებმა", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებულ კრიტიკას.

"ჩვენ ვერ ავყვებით ანგაჟირებულ პოლიტიკოსებსა და ამ პოლიტიკოსების მიერ მართულ ხალხს. ქვეყნის მართვაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია. ქვეყანას პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა მართავს. ამიტომ ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, ვინც ან ვერ ერკვევა საკითხში ან იმ ხალხის მიერ არის მართული, ვისი რეზოლუციებიც და დაკარგული ტერიტორიებიც კარგად გვახსოვს. საქართველოს ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს იმისკენ, რომ გამოხატული იყოს უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა", - განაცხადა ღუდუშაურმა.