66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ოპოზიციონერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა იქამდე მოუწევს, ვიდრე "ქართული ოცნების" რეჟიმი არ დასუსტდება.
"პოლიტიკური პროცესები გაჩერდა, როცა სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეს... რაღაც პერიოდი, სამწუხაროდ, სააკაშვილს მოუწევს ციხეში ყოფნა. ეს რეჟიმი სანამ იქნება, ან ეს რეჟიმი სანამ ისე არ დასუსტდება, რომ იძულებული გახდეს... მანამდე მოუწევს. მეტსაც გეტყვით, ივანიშვილი სანამ იქნება, ბოლომდე ამას იზამს. ოპოზიციისთვის ამის გადაბრალება არის უბრალოდ უსინდისობა. პოლიტიკური პროცესი გაჩერებული არ არის", - განაცხადა უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში.