„ალისკა, ნიკუშა, არაფერზე გაგიტყდეთ გული...“ - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე შვილებს მიმართა

saakashvili

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ადეკვატური მკურნალობის საშუალებას ითხოვს. სასამართლო პროცესზე ჩართვისას სააკაშვილმა შვილებსაც მიმართა და უთხრა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა...ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ საჭიროა, შევწირავ ჩემს სიცოცხლეს, ალისკა, ნიკუშა, არაფერზე გაგიტყდეთ გული, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე სასამართლო პროცესზე, იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ გამოიყურება ფიზიკურად, მაისური აიწია, „არაეთიკური სურათისთვის“ კი საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„ჩემი მდგომარეობა არის აბსოლუტურად გაუარესებული... ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდგომ კი სხდომას გამოეთიშა.

ამ წუთებში სასამართლო პროცესზე კი მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. კითხვებს უკვე უპასუხა დაცვის მხარის მოწმემ, ომბუდსმენის კონსილიუმის ექსპერტმა, თენგიზ წულაძემ.