დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აქვთ - მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას და სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას, მათ ერთობლივად შეუძლიათ წვლილის შეტანა მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე - „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამჟამინდელ მყიფე და მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში მშვიდობის საჭიროებასა და მნიშვნელობას განსაკუთრებით ვგრძნობთ. დღეს მრავალი ახალგაზრდა განიცდის შეიარაღებული კონფლიქტების მძიმე შედეგებს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ესკალაცია, ფართო რეგიონის სამხედრო დაპირისპირებები დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნებსა და რეგიონის განვითარებასა და ახალგაზრდების მშვიდობიან მომავალს. საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი ომი გამოიარა, ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ყოველდღიურად მძიმე შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მივესალმებით მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ჩვენთვის გამორჩეული პრიორიტეტია. მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აქვთ. მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას და სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. მათ ერთობლივად შეუძლიათ წვლილის შეტანა მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდებს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოხარული ვარ, რომ მშვიდობის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ახალგაზრდებისთვის მშვიდობის ჯილდო დაწესდა. მადლობას მოგახსენებთ თქვენი ძალისხმევისთვის და გთხოვთ, რომ ამავე სულისკვეთებით გააგრძელოთ თქვენი ღირსეული საქმიანობა. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დიდი იმედი. თქვენი აქტიური მონაწილეობით შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიება, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.