დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა 25 ოქტომბერს, ხორვატიაში დაგეგმილ ყირიმის პლატფორმაზე მიიწვია. ამის შესახებ პაპუაშვილმა "პირველი არხის" ეთერში ისაუბრა.
„მანამდე, ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით. ვიზიტის დროს, იქვე, ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ახლაც გვაქვს კონტაქტი, კომუნიკაცია. მათ შორის, მან მიმიწვია ყირიმის პლატფორმაზე, რომელიც 25 ოქტომბერს ხორვატიაში გაიმართება. მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს, რომელიც არის უკრაინის რადაში და საქართველოს პარლამენტში, აქვთ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა. არის ძალიან თბილი და ისეთი მეგობრული ურთიერთობა, რომელიც უკრაინას და საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან.
ჩვენ ვხედავთ, რომ არის ცალკეული დევიციები და ამის უკან გარკვეული მიზეზებია, მაგრამ მთავარია, საქართველო უკრაინას უდგას გვერდით იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენნაირ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას შეიძლება, გაეკეთებინა.
რეალურად, უკრაინაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველო-უკრაინას შორის თბილი ურთიერთობებით და ეს ურთიერთობები ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.