9 აპრილის მემორიალთან დადებული ფიცის მთავარი შინაარსია დიდი ეროვნული ერთობის მიღწევა - ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

9 აპრილის მემორიალთან დადებული ფიცი, არის ფიცია იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი გაწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშობლოსთვის, –  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფიცის მთავარი შინაარსია დიდი ეროვნული ერთობის მიღწევა.

„ფიცია იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი გაწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშობლოსთვის. რაც მთავარია, ამ ფიცის მთავარი შინაარსი არის დიდი ეროვნული ერთობის მიღწევა. ეს უნდა იყოს ყველას ამოცანა. დღეს ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია. კრიზისიდან გამოსავალია, რომ პოლიტპატიმრის მშობლები აქ კი არ იყვნენ, არამედ პოლიტპატიმრები თავისუფლები იყვნენ, ნორმალური არჩევნები ჩატარდეს და ქვეყანა დასტაბილურდეს. ეს არის კრიზისიდან გამოსავლის გზა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ შანსებს, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს პაატა ბურჭულაძეს.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ პაატა ბურჭულაძეს. ის არის ღირსეული ქართველი და მსოფლიო მასშტაბის პიროვნება და ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ყველანი ერთად ვდგავართ. ჩვენ გვაქვს ერთი პოლიტიკა, ეს არის საქართველოს გადარჩენა ამ ძნელბედობის ჟამს. ეროვნული ერთობა არის ჩვენი მთავარი იდეა და ძლიერ მეგობრებთან ერთად დაცული საქართველო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან აქციის მონაწილეებმა პაატა ბურჭულაძესთან ერთად ფიცი დადეს.