პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისი თქმით, ეს დღე ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება, დაცვა სჭირდება.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ღირსეულად, კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, აბსოლუტურად ყველა სფეროში. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. მინდა, მივულოცო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია - დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება, დაცვა სჭირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდება გმირებს, დიდება ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“, - განაცხადა კახა კალაძემ.