„ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და +40 გრადუსსაც მიაღწევს“ - ივლისის ამინდის პროგნოზი სრულად
1782763266
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ლიეტუვის უდიდესი ქალაქების ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„ლიეტუველები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ლიეტუვის უდიდესი ქალაქების: ვილნიუსის, კაუნასისა და კლაიპედის ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებით განათდა“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





