თურქეთში უამინდობის გამო 38 რეისი გაუქმდა - ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს
1732350445
საქართველოში შვეიცარიის საელჩო ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, 30 წელია, შვეიცარია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით.
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, თქვენი მეგობრობისა და სიკეთის მადლიერი ვართ და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ შვეიცარიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. 30 წელია, შვეიცარია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. შვეიცარიას წვლილი შეაქვს მშვიდობის დამყარებაში. წელს დავიწყეთ ახალი ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამა, რაც შვეიცარიის საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის დასტურია“, – ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში.