პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ! გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!
მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ურღვევი გზა მნიშვნელოვანია სომეხი და ქართველი ხალხების საკუთარი იდენტობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების, ისტორიის რთულ პერიოდებში ერთმანეთის მხარდაჭერისა და მეგობრობის სულისა და არსისადმი ერთგულების თვალსაზრისით.
დარწმუნებული ვარ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველში არსებული მრავალფეროვანი თანამშრომლობის ეფექტური გამოცდილება, საჭირო ძალისხმევით, კვლავ გაგრძელდება ორმხრივად მომგებიანი მიღწევებით ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ და არსებული რეგიონული გამოწვევების დასაძლევად.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მოღვაწეობას, ხოლო საქართველოს მოძმე ხალხს კეთილდღეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას“, – ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში.