2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა

დავით მათიკაშვილი

2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურების დაფინანსებაზე, ჯამურად, გამოყოფილია 3 მილიარდ 350 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჯამური ბიუჯეტის 10%-ს აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;

თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 490,0 მლნ ლარი;

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2025 წელს გათვალისწინებულია 240 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 45 მილიონ ლარზე მეტი;

სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 680 მლნ ლარზე მეტი;

გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 245 მილიონ ლარზე მეტი;

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება  მილიარდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ხელფასების 125-ლარიანი ზრდა.