პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თხუთმეტი დღის შემდეგ, „ჩვენ გადავედით ევროპის ისტორიის ახალ გვერდზე გლობალურ გეოპოლიტიკაში“, ამბობს საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.
მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია უკრაინული ქალაქების დაპყრობა, ამიტომ ბომბავს მათ, როგორც ეს სირიაში და ჩეჩნეთში გააკეთა.
„მარიუპოლი ცალსახად არის სამხედრო დანაშაული, მაგრამ საქმე მხოლოდ ჰოსპიტალს არ ეხება. რუსეთს არ შეუძლია ქალაქების დაპყრობა, უკრაინის წინააღმდეგობა ძალიან ძლიერია, ამიტომ ის აკეთებს იმას, რაც გააკეთა სირიასა და ჩეჩნეთში - ბომბავს. რუსული ჯარი - საარტილერიო ჯარია. ამიტომ ის ბომბავს ყველაფერს განურჩევლად - იქნება ეს ჰოსპიტალი, ტროტუარი თუ სახლი“, - განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, არის შესაძლებლობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში გაასამართლონ.
„ასეთი შესაძლებლობა არის და იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, ვფიქრობ, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს,“- განაცხადა ბორელმა.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც ბორელის თქმით, აბსოლუტურად გაუმართლებელი, უსაფუძვლოა და თანდათან უფრო მეტად სასტიკ ფორმებს იღებს და მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის