პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„არის საკითხები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ და შემდეგ ვერ შევძელით რეალიზება, როგორიცაა მაგალითად დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს ნაწილი. ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, გასცე დაპირება, რომლის რეალიზება არ შეგიძლია“, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბორელმა შეცდომა უწოდა საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას, რომ ისინი გახდებიან ნატოს წევრები, რამდენადაც დასავლეთმა ამის შესრულება ვერ შეძლო.
„მე მზად ვარ ვაღიარო, რომ ჩვენ დავკარგეთ დასავლეთისა და რუსეთის დაახლოების შესაძლებლობა. არის მომენტები, რომელთა გაკეთება უკეთესად შეგვეძლო. არის საკითხები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ და შემდეგ ვერ შევძელით რეალიზება, როგორიცაა მაგალითად დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს ნაწილი. ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, გასცე დაპირება, რომლის რეალიზება არ შეგიძლია“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში.