პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ვფიქრობ, ძლიერი სიგნალი გავუგზავნეთ უკრაინას. გზა მათთვის გახსნილია ევროპისკენ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვართ ერთიანი, ანუ მინდა გითხრათ, რომ დებატებიც კი არ ყოფილა იმაზე, უკრაინას უნდა დავუჭიროთ მხარი თუ არა. ყველა ერთ აზრზე ვართ", - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინიშმა განაცხადა.
„ჩვენ ვმსჯელობთ თუ, რა შეგვიძლია, რომ მეტი გავაკეთოთ. შედეგი ნათელია და რა თქმა უნდა. კარი ღიაა უკრაინისთვის. უნდა გავიგოთ ძალიან კარგად, რომ დასავლეთში არ არსებობს პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ. პუტინმა დაგეგმა აგრესია, შეიჭრა უკრაინაში. ჩვენ სრულყოფილად არც ვიცით, რა არის მისი გეგმა, მაგრამ მისი სურვილია და ცდილობს კიდეც უკრაინის განადგურებას. ამიტომ, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ რუსეთის პროვოკაციას არ გამოიწვევს. ომი გაუმართლებელია, ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა“, - განაცხადა ლატვიის პრემიერმა.