ნედ პრაისი: ბევრი ქართველი, იქნება ეს მთავრობა თუ რიგითი მოქალაქეები, დგას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინის მთავრობას და ხალხს

პრაისი

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები, ისე როგორც ამ ქვეყანას,  რომელიც 2008 წელს თავად იყო დაპყრობილი რუსეთის ძალების მიერ. რა თქმა უნდა, ბევრ ქართველს მკაფიოდ ახსოვს ეს და მე მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რაოდენ ბევრი ქართველი, იქნება ეს მთავრობა თუ რიგითი მოქალაქეები, დგას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინის მთავრობას და ხალხს - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის დემნა დევდარიანის შეკითხვას.

დემნა დევდარიანი: რამდენიმე შეკითხვა საქართველოს შესახებ. პირველ რიგში რამდენიმე ბოლო დროინდელი ფაქტი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პოზიციას ამორალური უწოდა. ასევე ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან გაიწვია იმის გამო, რომ საქართველომ დაბლოკა ჩარტერული რეისი, რომელიც საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების მიზნით იყო დაგეგმილი. ასევე, საქართველოს პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთიდან შემოსულ სანქციებს და მან ამ სანქციებს არაეფექტური უწოდა. ასევე, საქართველოს მთავრობამ დაასრულა გარიგება მოსკოვთან. რის შედეგადაც მოხდება ქართული რძისნაწარმის ექსპორტი რუსეთის  ფედერაციაში. და ბოლოს, მოსკოვმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია, საქართველო გამოტოვებული (ამოღებული) იქნა ამ სიიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, (ასევე 30 წლიანი, დიპლომატიური ურთიერთობის გათვალისწინებით, საქართველოს და აშშ ს შორის) ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს, რა რეაქცია გექნებოდათ იმ დუმილზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან მოდის, იმ ფაქტების გათვალისწინებით, რაც მე ეხლა ჩამოვთვალე?!

ნედ პრაისი: როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები, ისე როგორც ამ ქვეყანას.

ქვეყანა, რომელიც 2008 წელს თავად იყო დაპყრობილი რუსეთის ძალების მიერ. რა თქმა უნდა, ბევრ ქართველს მკაფიოდ ახსოვს ეს და მე მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რაოდენ ბევრი ქართველი,  იქნება ეს მთავრობა, თუ რიგითი მოქალაქეები, დგას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინის მთავრობას და  ხალხს. უფრო ფართოდ ვფიქრობ, რომ ის რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, იყო საერთაშორისო საზოგადოების უზარმაზარი და გარკვეულწილად მოულოდნელი ერთიანობა. მე ვფიქრობ, ამის საუკეთესო ილუსტრაცია არის ის, რაც გასულ კვირას მოხდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მსოფლიოს მასშტაბით 141 ქვეყანა გაერთიანდა, რათა დაგმონ ეს არაპროვოცირებული, წინასწარ განზრახული, გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოეთხოვათ მისი დასრულება. 141 შეიძლება მხოლოდ რიცხვი იყოს, მაგრამ ეს არის ქვეყნების გაერთიანება, რომლებსაც გაეროს სისტემა იშვიათად ხედავს. 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკანასკნელად განახორციელა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ (ბოლოს შეიჭრა უკრაინაში), 100-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას, რომელიც გმობდა ამ აქტს. 2016 წელს, როდესაც რუსული ძალები ბომბავდნენ სირიის ქალაქ ალეპოს, 122-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი ამ ქმედების დაგმობას. ის ფაქტი, რომ 141 ქვეყანა მთელ მსოფლიოში საუბრობდა ამაზე,  მეტყველებს, რომ ჩვენ ვმუშაობთ და ვსაუბრობთ ერთხმად. რაც შეეხება სანქციების ეფექტურობას, ვფიქრობ რთულია მათ ეფექტიანობაზე კამათი და შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ფაქტი იმ ზარალთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ეკონომიკაზე განხორციელდა. ამაზე ასევე მეტყველებს ის ფაქტი, რომ რუსული რუბლი გაუფასურდა, ფაქტიურად ერთ პენიზე ნაკლებია. საერთაშორისო კომპანიები მოსკოვიდან გაიქცნენ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გააორმაგა საპროცენტო განაკვეთები, რაც თავის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. ის ფაქტი, რომ შედეგად ინფლაცია იზრდება, რომ რუსეთის საფონდო ბირჟა უკვე დღეებია არ გახსნილა სავარაუდოდ, რომ არ მომხდარიყო და თავიდან აერიდებინათ კაპიტალის გადინება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ დამატებით მაჩვენებლებზე, როდესაც საქმე ეხება სანქციების ეფექტიანობას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საკამათო არ არის ის გარემოება, რომ ამ სანქციებს აკლია სიმძაფრე (კბილები) და სიძლიერე. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ეკონომიკის მაგალითზე თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ თუ რამხელა ძალის მატარებელია სანქციები“.

დემნა დევდარიანი: და ბოლოს, თავად ეს ფაქტი, რომ ზელენსკი თბილსიდან იწვევს ელჩს და საქართველოს პრემიერ მინისტრი ამ სანქციებს არაეფექტურს უწოდებს, როგორ ფიქრობთ, არის ეს შემაშფოთებელი სიგნალი, რომელიც მოდის საქართველოდან,  ქვეყნიდან, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული?!

ნედ პრაისი: ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას მხარში დაუდგეს არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას, რაც არის რეალურად კონფლიქტის მთავარი არსი, არამედ მხარი დაუჭიროს უფრო ფართო პრინციპებს,  რომლებიც კანონებზე დაფუძნებული წესრიგის არსებითი ნაწილია, რომლებიც 70 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში იცავდნენ სტაბილურობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უპრეცედენტო დონეს.  პრინციპი, რომელიც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როცა რუსული ძალები საქართველოში შემოიჭრნენ, იგივე პრინციპია, რომელსაც დღეს ვლადიმერ პუტინი არღვევს.  იდეა, რომ საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი, რომ დიდ სახელმწიფოებს, დიდ ქვეყნებს, დიდ ერებს არ შეუძლიათ დააბულინგონ (დააშინონ) პატარა ქვეყნები, პატარა ერები, იდეა, რომ ძალა არ უტოლდება/არ ნიშნავს უფლებას;  ეს ყველაფერი სასწორზე დგას, ამიტომ ჩვენ ყველას,  ევროპაში, წყნარი ოკეანის რეგიონში, ინდოეთის ოკეანის რეგიონში, თუ სადმე სხვაგან მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ უკრაინას და მხარი დაუჭირონ მის უფრო ფართო პრინციპებს.